ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციისათვის
ტენდერს მომავალ კვირაში გამოაცხადებს. მერიაში ამბობენ, რომ მომზადებულია შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა.
ამ ეტაპზე ცენტრალურ მოედანზე სამუშაოები მიტოვებულია. შემსრულებელმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. სამუშაოები ,,ნიკარემსტროის” 26 თებერვალს უნდა ჩაებარებინა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ტერიტორიაზე განთავსდება შადრევანი, სხვადასხვა სკულპტურა. იგეგმება ადგილის გამწვანებაც. ასევე, ადგილზე მოეწყობა განათება, მოსასვენებელი ადგილები და საპარკინგე სივრცე. როგორც ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, გარემო შშმ პირებზე ადაპტირებული იქნება.