ქუთაისის მერია დაძმობილებულ ქალაქებს მიმართავს და სთხოვს,
რომ მათ საკუთარ მოქალაქეებს საინტერესო ტურისტულ მიმართულებად საქართველო და ქუთაისი შესთავაზონ. ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე წერს.
“გადავწყვიტეთ და ვაპირებთ, ქუთაისის ყველა დაძმობილებულ ქალაქს მივმართოთ და ვთხოვოთ, მაქსიმალურად დაგვეხმარონ წელს ტურისტულ სეზონზე, მხარში დაუდგნენ საქართველოსა და ქუთაისს და სასურველ ტურისტულ ადგილმდებარეობად სწორედ ქუთაისი და საქართველო შესთავაზონ თავიანთ მოქალაქეებს. თუ რომელიმე სასტუმრო ქუთაისში ან იმერეთში სპეციალურ შეთავაზებას აპირებთ რომ გქონდეთ, ტურიზმის ცენტრთან კოორდინაციით, იქნებ მოგვაწოდოთ და ამ ინფორმაციასაც დავურთავთ თან მიმართვას,”-წერს ქუთაისის მერის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში ჩაშლილი მართმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის და დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გაძევების საპასუხოდ ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიახაზებს საქართველოში ფრენა აუკრძალა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე