ქუთაისში, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით,
მორიგი აქცია 19:00 საათზე გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საკუთარი ავტომობილებით მივლენ და მსვლელობას გამართავენ. მანამდე კი ცენტრალურ მოედანზე პერფორმანსს გამართავენ.
პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აქციის მონაწილეთა მოთხოვნებიდან მხოლოდ ერთს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ნულოვანი ბარიერით დათანხმდა.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვები იყო: დაუყონებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული აქციის მონაწილეები; დატოვოს დაკავებული თანამდებობა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ; 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით.
დღესვე, 14:00 საათზე, გახარიას გადადგომას მანქანებით მსვლელობითა და სიგნალებით მოითხოვენ.