“რუსეთი ოკუპანტია!” – სამოქალაქო პროტესტი ქუთაისში
დღესაც გაგრძელდება. აქციის მონაწილეები მესხიშივილის თეატრთან 18:00 საათიდან შეიკრიბებიან.
მოქალაქეების, პოლიტიკოსბისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მონაწილეობით საპროტესტო აქციები ქუთაისში გუშინ 14:00 საათიდაან დაიწყო და გვიან ღამემდე თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად გაგრძელდა.
“ჩვენი ნებით ნუ ვიქცევით რუსეთის გუბერნიად”, ნუ იქნები ოკუპანტის მონა,ქუთაისი ყოველთვის გააპროტესტებს რუსულ ოკუპაციას,” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათ ქალაქის ქუჩებში მსვლელობაც მოაწყვეს.