ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტის
პრეზენტაცია აღარ გაიმართება. პრემიერ მინისტრის პრეს სამსახურის განცხადებით, მამუკა ბახტაძე თბილისში დაბრუნდა. სავარაუდოდ, პრეზენტაცია 26 ივნისს გაიმართება.
ინდუსტრიული ჯგუფი “აიგრუპი” ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე ელექტრომობილების საწარმოს ააშენებს. ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა.