ქუთაისში საქალაქ​ო ტრანსპორტს ხელშეკრულების ვადა 2019-2020 წლებში გასდის.

როგორც ქუთაისის მერიაში ამბობენ, ძირითადი აქცენტი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანაზე კეთდება. თუ იდეის განხორციელება აღნიშნულ ვადებში მოესწრო, მერია ხელშეკრულებებს კერძო კომპანიებთან არ გააფორმებს. მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი გიორგობიანი ამბობს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

“მიმდინარეობს მოლაპარაკება და პროექტის მომზადება თუ რამდენი ავტობუსია საჭირო და ასევე არაა გამორიცხული, რომ მათი სვლა-გეზების შეიცვალოს. დღეის მდგომარეობით, ვერ გეტყვით რა და როგორ ინება, რადგან კონსულტაციებს გავდივართ,”-განაცხადა გიორგობიანმა.

იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალური ავტობუსების შესყიდვა ვერ მოხერხდა და კერძო კომპანიებს ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ, მერია დროებით ხელშეკრულებებს გააფორმებს. 

რაც შეეხება საქალაქ​ო ტრანსპორტის ამჟამინდელ მდგომარეობას, რომ მგზავრებს გადაადგილება გაუსაძლის სიცხეში უწევთ, გიორგობიანი ამბობს, რომ მერიას დათმობაზე წასვლა უწევს და პრობლემის სრულად მოგვარება მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანით ინება შესაძლებელი. 

“არსებულ ხელშეკრულებებში არის პრობლემა, რომ ავტობუსებს სავარაუდოდ არ აქვს გაგრილების სიტემის აღჭურვილობა. გვიწევს დათმობაზე წასვლა, რადგან დღეის მდგომარეობით ალტერნატივა არ გვაქვს და ქალაქში სხვა ავტობუსი არ იძებნება. არ გამოვრიცხავ, რომ თუ გაგრილების სისტემის მოთხოვნით გამოვაცხადებთ აუქციონს, ქალაქი ავტობუსების გარეშე დარჩეს. ძირითადად ორიენტირებული მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნაზე ვართ. თუ მუნიციპალური ტრანსპორტი შევქმენით, პრობლემა 100%-ით მოგვარდება, თუ აუქციონის თავიდან გამოცხადება მოგვიწევს მაშინ ვეცდებით მივუთითებთ, რომ ტრანსპორტი გაგრილების სისტემით იყოს უზრუნველყოფილი,”-ამბობს გიორგობიანი.

მერია როგორც დიზელზე მომუშავე, ასევე ელექტრო ავტობუსების შემოყვანის იდეას განიხილავს. გიროგობიანი ამბობს, რომ ელექტრო ავტობუსები გარემოზე დადებით გავლენას მოახდენს, თუმცა მისი ქალაქში გადაადგილება სხვა პრობლემებს წარმოქ​მნის.

​”განვიხილავთ როგორც დიზელზე მომუშავე, ასევე ელექ​ტრო ავტობუსებს. გაცილებით ძვირია ელექტრო ავტობუსები. ამასთან, ქალაქში სხვადასხვა რელიეფია და გადაადგილებას ვერ შეძლებს, ბატარეების დაცლა მალე მოხდება. ვმუშაობთ და გვინდა საუკეთესო ვარიანტი შევარჩიოთ,”-ამბობს გიორგობიანი. 

ქალაქს 14 გადამზიდი კომპანია ემსახურება, რომელთა მფლობელობაში 62 ავტობუსი და 160 მიკროავტობუსია.

შეგახსენებთ, რომ “სამოქალაქო მოძრაობის” წევრებმა ქუთაისის ტრანსპორტში მაღალი ტემპერატურა გააპროტესტეს და მოქალაქეებს ცივი წყალი დაურიგეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *