ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის
სექტემბერში მიიღებს. განცხადება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე “ქართუ ჯგუფის” პროექტების ხელმძღვანელმა, ვახტანგ ცაგარელმა გააკეთა.
მისი განმარტებით, პირველი ნაკადი 1000 სტუდენტისაგან იქნება შემდგარი და მათი რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. პირველ ჯერზე, უნივერსიტეტში მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, მენეჯმენტისა და საგანმანათლებლო მეცნიერებათა ფაკულტეტები იფუნქციონირებს.
“ჩვენი გეგმა ძალიან ამბიციურია. პირველ ეტაპზე 1000-მდე სტუდენტს მივიღებთ, როდესაც სხვა წამყვანმა უნივერსიტეტებმა 250-500 სტუდენტით დაიწყეს. სტუდენტთა რაოდენობა მშენებლობის დასრულების პარალელურად მოიმატებს. წლიდან წლამდე ცვლილებები იქნება როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე აკადემიურ ნაწილში,”-განაცხადა ვახტანგ ცაგარელმა.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჯამში 60 000 სტუდენტზეა გათვლილი.