ლოს -ანჯელესში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის
თვითმმართველობების ფინანსისტთა ასოციაციის ყრილობა მიმდინარეობს.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მიწვევით, ლოს-ანჯელესში იმყოფებიან ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მერის მოადგილე იუზა უგულავა და მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი დავით ნიშნიანიძე.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია აშშ-სა და კანადის თვითმმართველობებში ბიუჯეტის მართვის კუთხით გატარებულ სხვადასხვა რეფორმებს გაეცნობიან.
დელეგაციის წევრები ლოს-ანჯელესის, პორტლანდის, ჩიკაგოს, ტორონტოს, ნიუიორკის, ბოულდერის და სხვა ქალაქებისა და თითმმართველობების გამგებლებთან, მერებთან და ფინანსურ ოფიცრებთან გამართავენ შეხვედრებს.
ვიზიტის მიზანია მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარება, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებისა და სიახლის დანერგვა.