პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, წყალტუბოში ვიზიტის დროს,
განათლებისა და მომავალი თაობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, განათლების სისტემის გაუმჯობესება პრიორიტეტულია და ეროვნულ იდეას წარმოადგენს.
“მომდევნო წლების განმავლობაში, დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია დაგვჭირდება, რომ საქართველოში უმაღლესი სტანდარტის სკოლები გვქონდეს. სკოლები არ უნდა დაიყოს პრესტიჟულ და არაპრესტიჟულ სკოლებად. საქართველოში ყველა სკოლაში უნდა იყოს შესაძლებელი უმაღლესი ხარისხის განათლების მიღება,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა ქუთაისში ახლადრეაბილიტირებული 33-ე სკოლაც მოინახულა.