ზესტაფონში 53-ვე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან ვაშაყმაძის თქმით, უბნების დახურვა მშვიდ ვითარებაში განხორციელდა. საკუთარი არჩევანი 25 857-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. აღნიშნული მაჩვენებელი რეგისტრირებული ამომრჩევლის 47%-ია.
“აქტივობა შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისათვის მაღალია. აქტივობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ტოლია,”-განაცხადა ქეთევან ვაშაყმაძემ.
საოლქო საარჩევნო კომისიაში 6 საჩივარია შესული. ქეთევან ვაშაყმაძის თქმით, საჩივრები საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.