წყალტუბოში მე-15 უბანზე ხმის მიცემის პროცედურა აღდგა. უბანზე კენჭისყრა
რამდენიმე წუთით ხმის დამთველილი აპარატის მწყობრიდან გამოსვლამ შეაჩერა. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ნიჟარაძემ განუცხადა პრობლემა მოგვარებულია.
“აპარატი დაზიანდა. შეწყდა ხმის მიცემა. სადღაც 15 წუთში მოგვარდა პრობლემა. კენჭისყრა ახალი აპარატით გაგრძელდა. 488 ამომრჩეველი იყო უბანზე მისული და ხმები გადაჰყვა. გაგრძელდება ხმის მიცემა და მომდევნო ამომრჩეველი ჩვეულებრივად 489 იქნება.”- განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ.
მისივე თქმით, უბნებზე სხვა რაიმე ტიპის შეფერხება არ ყოფილა და არც დარღვევები დაფიქსირებულა.
წყალტუბოში 4 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლა ელექტრონულ რეჟიმში მიმდინარეობს.