ჭიათურაში არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. ჭიათურის საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის მამუკა სამხარაძის განცხადებით ამ დროისათვის არცერთ უაბზე საჩივარი არ დაწერილა.
“არანაირი დარღვევა არ არის და საჩივარი არ დაწერილა. არს კითხვები ხანდახან და ჩვეულებრივად ვპასუხობთ. 12 საათისათვის უბნებზე 7 ათას 542 ამომრჩეველია მისული, რაც 17,59 პროცენტს შეადგენს”- განაცხადა მამუკა სამხარაძემ.
ჭიათურაში 42 ათას 894 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ჭიათურაში, არჩევნების პარალელურად მაღაროელთა საპროტესტო აქციები გრძელდება. 15 ადამიანი შიმშილობს. მაღაროელები ხელფასების 50%-ით გაზრდას, ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობისა და სამუშაოზე კვების გაუმჯობესებას ითხოვენ.