ზესტაფონში პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი, სპარტაკ კაპანაძე დააკავეს.
როგორც პარტიის ზესტაფონის მერობის კანდიდატი, გოგი წულაია ამბობს, მათი თანაგუნდელი სვირის საარჩევნო უბანზე მაშინ დააკავეს, როდესაც მან საარჩევნო სიაში მკვდარი სულები აღმოაჩინა.
“თანაგუნდელს ეცვა ჩემი მხარდამჭერი მაისური. საარჩევო უბანზე, სიაში მკვდარი სულები აღმოაჩინა, რომლებსაც მიცემული ჰქონდათ ხმა. ამას მოჰყვა დავა და კამათი. მიმართეს უკიდურეს ზომებს, დააკავეს ადამიანი და მოიყვანეს სასამარლოში. საარჩევნო პროცესზე მიმდინარეობს ხელის შეშლა,”-განაცხადა გოგი წუალაიამ.
დაკავებული ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული წესით სამართალდამცველებისათვის დაუმორჩილებლობის გამო გადაიყვანეს.
პარტიის წევრები სასამართლოს წინ შეიკრიბნენ და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.