გაერთიანებული ოპოზიციის ზესტაფონის მერობის
კანდიდატმა, ბაქარ ხიჯაკაძემ ხმა მე-7 საარჩევნო უბანზე მისცა.
“მთავარი გამოწვევა არის ძალიან მძიმე პრობლემები ზესტაფონში, უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები. რაიონი მთლიანად დანგრეულია. ჩემი ამოცანაა, ზესტაფონის განვითარება, წინსვლა და ყველა ადამიანის პრობლემის გულთან მიტანა,”-განაცხადა ბაქარ ხიჯაკაძემ.
ზესტაფონის მერობისათვის 16 კანდიდატია რეგისტრირებული. არჩევნები მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ყოფილმა კახაბერ მახათაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.