საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 19 მაისის შუალედური არჩევნების
მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. 20 მარტიდან 28 აპრილამდე პერიოდში გამოვლინდა ამომრჩევლის მოსყიდვის 3 ფაქტი და ამომრჩევლის რეგისტრაციით მანიპულირებისა და ფარულობის პრინციპის დარღვევის ერთი შემთხვევა. ადიგენსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა საბიუჯეტო ცვლილებები, რასაც კანონმდებლობა საბიუჯეტო რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენებად მიიჩნევს.
“წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალური პროგრამების დაფინანსება ჯერ 4 აპრილის ცვლილებით – 20 000 ლარით, ხოლო შემდეგ 12 აპრილის ცვლილებით – 32 100 ლარით გაიზარდა,”-წერია მონიტორინგის შედეგებში.
საიაში ამბობენ, რომ ადიგენისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებმა დაარღვიეს კანონმდებლობა და ბიუჯეტში ცვლილებები არჩევნების დანიშვნის შემდეგ შეიტანეს.
შეგახსენებთ, არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.