ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ბულვარში არსებული
კაფე “სავანეს” მეპატრონეები 3 000 ლარით დააჯარიმა.
“სამართლებრივი აქტი შედგა ორი დარღვევის გამო, რაზედაც მეწარმე ორივე შემთხვევაში დაჯარიმდა. მერიამ კაფის მეპატრონეები საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვის გამო 2000 ლარით, ხოლო შენობის ფასადის იერსახის დამახინჯებისთვის 1000 ლარით დააჯარიმა,”-განაცხადა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ ხუციბერიძემ და აღნიშნა, რომ მათ დაჯარიმებისას “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით იხელმძღვანელეს.
შეგახსენებთ, რომ კაფეს მფლობელები ქუთაისის მერიას ობიექტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ. მათ საპროტესტო აქციაც გამართეს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე