პოლიტიკა
"ეს არის მოწყობილი პროვოკაცია"-კაფე "სავანე" დაიკეტა
კაფე "სავანე" დაიკეტა. კაფეს მეპატრონეებსა და ქუთაისის მერიას შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. მერიას კაფეს მფლობელები ობიექტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ.

"მთელი დღის განმავლობაში მერიის ზედამხედველობის სამსახური ჩვენ ირგვლივ ტრიალებდა. მათი წარმომადგენლები დადიოდნენ და სურათებს იღებდნენ. დღესვე მომხმარებლები შემოვიდნენ, რომელთაც პრეტენზიები აბსურდულ რაღაცებზე გამოთქვეს. მათ შორის პროდუქტის ხარისხზეც. მსგავსი შემთხვევები ამ დრომდე არ გვქონია, ჩვენი მომსახურებით მოქალაქეები ყოველთვის კმაყოფილი იყვნენ. ეს არის მოწყობილი პროვოკაცია,"-აცხადებს კაფეს მეპატრონე, გიორგი ტურაბელიძე.

შეგახსენებთ, კაფეს მფლობელებმა აქცია დღეს გამართეს. მეპარტონეები აცხადებენ, რომ მათ ობიექტი 23 წლის წინ 10 000 დოლარად შეიძინეს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს.  


ფოტო: "ძველი ქალაქი"
| Print |