ქუთაისის მერია 2019-2020 წლებში ღონისძიებების ჩატარებაში 2 მილიონ 133 000 ლარს გადაიხდის.
როგორც მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გიორგობიანმა განაცხადა, აღნიშნული ეკონომიკური განვითარების გეგმის ნაწილია. მისივე თქმით, გეგმა მსოფლი ბანკმა უკვე მოიწონა.
“ეს არის სტიმულირების პროგრამა, როგორ დავეხმაროთ და განვავითაროთ ეკონომიკა ქალაქში. გეგმა დაგვეხმარება ქალაქის ცნობადობის ამაღლებაში,”-განაცხადა გიორგობიანმა.
გიორგი გიორგობიანის განმარტებით, შეუძლებელია იმის გათვლა, თუ კონკრეტულად რა რაოდენობის მოგების მოტანა შეუძლია გეგმის განხორციელებას.
ღონისძიებების ჩატარებისას ქუთაისის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის წილი 70-80% იქნება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე