ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ზესტაფონის მერობის მსურველი 16 კანდიდატი დარეგისტრირდა.
მათგან ნაწილი პოლიტიკური პარტიების, ხოლო ნაწილი საინიციატივო ჯგუფების მიერაა წარდგენილი.
მმართველმა გუნდმა მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა. ორმა საინიციატივო ჯგუფმა მერობის კანდიდატებად ვახტანგ რობაქიძე და კახაბერ ზარნაძე დაასახელა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციიდან” მერობა ბაქარ ხიჯაკაძეს სურს. “თავისუფალი საქართველოს” მერობის კანდიდატი გოგი წულაიაა. “პატრიოტთა ალიანსის” სახელით მერობისათვის ანზორ ნებიერიძე იბრძოლებს. “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” მერობის კანდიდატად დავით თხელიძე წარადგინა. “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან” მერობისათვის კახაბერ კიკნაველიძე დარეგისტრირდა.
დანარჩენი კანდიდატების სია ასე გამოიყურება:
“მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” -ზვიად ბოლოკაძე;
“ახალი ქრისტიან-დემოკრატები”-გელა სულაქველიძე;
“მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის”- ინგა კელენჯერიძე;
“პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო”-კახაბერი მაჩიტიძე;
“თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა”-მანუჩარ სართანია;
“საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”-ნინა გოცაძე;
“ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)” -პაატა ბაკურაძე;
“ქრისტიან-კონსერვატორები”-რევაზ სხულუხია.
შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე