ქუთაისში წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს.
საიას ქუთაისის ფილიალში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
“გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ, რომ დავაკვირდებით ზუგდიდის, მარნეულისა და მთაწმინდის საარჩევნო ოლქებს. იმერეთის ოლქში ჩვენ უკვე დავიწყეთ გრძელვადიანი მონიტორინგი. დღეს სავარაუდო დარღვევებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ვიმსჯელეთ ,”-განაცხადა საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ და აღნიშნა, რომ საიას მიერ არჩევნებზე გამოყოფილი დამკვირვებლების რაოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ზესტაფონში, ჭიათურასა და ტყიბულში არჩევნებს დააკვირდება “სამართლიანი არჩევნები”.
“საარჩევნო პერიოდის განმავლობაში შევისწავლით მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს, წინასაარჩევნოდ რესურსების გამოყენებას,”-განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” საჩხერის რეგიონალურმა კოორდინატორმა მათე ჩაფიჩაძემ.
საიამ მსგავსი ტიპის შეხვედარა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთანაც გამართა.
შეგახსენებთ, იმერეთის მასშტაბით ზესტაფონსა და ჭიათურაში მერის რიგგარეშე შუალედური, ხოლო წყალტუბოსა და ტყიბულში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. კენჭისყრა 19 მაისს ჩატარდება.