ქუთაისის მერია თეთრ ხიდზე დაზიანებულ მინას შეაკეთებს.
თვითმმართველობა სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის წესით განახორციელებს. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე მირზა ხიდაშელი აცხადებს, მერია გამოძიების დასრულებას ვერ დაელოდება და ორმაისობის დღესასწაულისათვის დაზიანებული ნაწილს აღადგენს. აღდგენის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს კომპანია “ალმა რუს საქართველო”, რომელმაც ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარა. რაც შეეხება დანარჩენ ხარვეზებს, მისივე თქმით, ისინი ეტაპობრივად აღმოიფხვრება.
ხიდაშელის თქმით, მინის დაზიანების ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობა სამუშაოების ჩატარებას ხელს არ შეუშლის.
“ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, მინას ჩვენ შევცვლით. გაწეული ხარჯის დაფარვა მოგვიანებით იმ პიროვნებას მოუწევს, ვინც მინა დააზიანა. მას უბრალოდ აღარ ექნება შესაძლებლობა მინა თავად გააკეთოს. გამოძიების მიმდინარეობა სამუშაოების ჩატარებას ხელს არ უშლის,”-განაცხადა ხიდაშელმა.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, თეთრი ხიდის ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს, რომელიც შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებულ ბევრ კითხვას სცემს პასუხს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე