ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
ირაკლი შენგელია პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მზოგიერთ ოლქში ხელშეუხებლობის განცდაა გაჩენილი, რაც დაუშვებელია და მომავალში ამას “ხალხთან ერთად პარტია გააკონტროლებს”
შენგელიას თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას ნამდვილად სჭრიდება გვერდში მდგომი თივითმმართველობა.
“საჭირო გზავნილი და ამავდროულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რეგიონალურ დონეზე პარტიული პოლიტიკის გაძლიერებისთვის. პარტიული სტრუქტურის გაძლიერება ნიშნავს მეტ კომუნიკაციასა და ანგარიშვალდებულებას მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის კონტროლს, პარტიული პოლიტიკირი გადაწყვეტილებების აქტუალიზაციას ადგილობრივ დონეზე. პარტიის აქტიური მუშაობა განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შესრულებული საქმიანობის ხარისხს. მოსახლეობას ნამდვილად სჭრიდება გვერდში მდგომი თივითმმართველობა, რომელსაც მუდამ ახსოვს თუ საიდან მოდის მათი ძალაუფლება. პარტიული სტრუქტურის გაძლიერება ნიშნავს მეტ კომუნიკაციასა და ანგარიშვალდებულებას მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის კონტროლს, პარტიული პოლიტიკირი გადაწყვეტილებების აქტუალიზაციას ადგილობრივ დონეზე.”- წერია ირაკლი შენგელიას ოფიციალურ facebook გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რეგიონებში ზოგიერთმა დაიჯერა, რომ ისინი ხელშეუხებლები არიან. გააფუჭებენ თუ არ გააკეთებენ, პასუხს არავინ მოსთხოვს.