ზესტაფონში, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის ბანერი შეცვალეს.

ბანერზე, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია გამოფენილი, თავდაპირველად გიორგი გოგლიჩიძე “ზესტაფდონის მერად” იყო მითითებული, რასაც საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, შეცდომა ტექნიკური ხასიათის იყო.

ზესტაფონში მერის არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *