საზოგადოებრივმა მოძრაობა “მომავლის ჭიათურამ” მერობის რიგგარეშე არჩევნებზე დამოუკიდებელი
კანდიდატი, დავით ჭუმბურიძე წარადგინა. მოძრაობის წევრებმა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზეს, რომ მათ არ დააყენონ თავიანთი კანდიდატები და მოძრაობის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭირონ მხარი. შეთავაზებაზე უარი თქვა “ქართულმა ოცნებამ “. დავით ჭუმბურიძის კანდიდატურას კი მხარი “ევროპულმა საქართველომ”, “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “შენების მოძრაობამ” დაუჭირეს.
“დამოუკიდებელ კანდიდატს აქვს ხედვები სხვადასხვა მიმართულებით. მისი გამარჯვების შემთხვევაში, მომზადდება კონკრეტული გეგმები და გამოიკვეთება მიმართულებები. ჭიათურაში მძიმე მდგომარეობაა ეკოლოგიის, მიგრაციის, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კუთხით,”-განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა” თავმჯდომარემ, ნოდარ ჩაჩანიძემ.
საზოგადოებრივი მოძრაობა ორი თვის წინ 40-მდე ჭიათურელმა ახალგაზრდამ შექმნა. მასში ახალგაზრდა მაღაროელები, სპორტსმენები, სტუდენტები არიან გაერთიანებულნი.
ფოტო: “მომავლის ჭიათურა”