“ქართულმა ოცნებამ” ზესტაფონსა და ჭიათურაში მერობის კანდიდატები წარადგინა.
ჭიათურაში მერობისათვის გივი მოდებაძე იბრძოლებს. მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა “ქართულ ოცნებასა” და მის თავმჯდომარეს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. გივი მოდებაძემ თავის გამოსვლაში ჭიათურაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
რაც შეეხება ზესტაფონს, აქ მერობის კანდიდატად მმართველმა გუნდმა გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა.