ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტში მეორე ცვლილება განხორციელდა.
სკოლების რეაბილიტაციისათვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან მილიონი ლარი გამოიყო.
“შეიქმნა შესაბამისი კომისია, რომელიც შეარჩევს სკოლებს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა მიმართულებით განახორციელონ რეაბილიტაცია,”-განაცხადა მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ.
საკითხს მხარი დეპუტატებმა საკრებულოს მე-18 სხდომაზე დაუჭირეს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე