“ქართულმა ოცნებამ” ჭიათურაში მერობის კანდიდატად გივი მოდებაძე დაასახელა.
ის “ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
“ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე იქნება. მან კარგად იცის ჭიათურის გამოწვევები და ამ ქალაქის პოტენციალი. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ის წარმატებული მერი იქნება, რომელიც შემდგომში მუნიციპალიტეტის განვითარებას უზრუნველყოფს,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მერის რიგგარეშე არჩევნები მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოშიც ჩატარდება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე