ოპოზიციური პარტიები და უპარტიო საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო კოდექსში
ცვლილებების შეტანასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ. ცვლილებების განხორციელებისათვის ისინი ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში დასაქმებულებს შეხვდნენ და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. პარტიების წარმომადგენლები ამომრჩერვლებს იმ სიკეთეების შესახებ ესაუბრნენ, რომელსაც ქუთაისი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდეგ ნახავს.
“დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით. ქართველ ხალხს უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ მათ დემოკრატიული წესით შეძლონ ხელისუფლების ცვლილება,”-განაცხადა “ეროვნულ დემოკრატიული” პარტიის წევრმა, მიხეილ ჟორჟოლიანმა.
ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ მოქალაქეებს, გააქტიურდნენ და ხელმოწერების დასატოვებლად პარტიების ოფისებშიც მივიდნენ. იგეგმება მილიონამდე ხელმოწერის შეგროვება.