ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის მოვალეობას ნუგზარ ფერაძე შეასრულებს.
ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს. მას შემდეგ, რაც კახაბერ მახათაძე თანამდებობიდან წავიდა, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოზიციაზე ნუგზარ ფერაძის კანდიდატურა თავადვე წარადგინა.
“კახაბერ მახათაძემ მერიის თანამშრომლებს პირადად გააცნო საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, დაემშვიდობა და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობისათვის,”-აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
ნუგზარ ფერაძეს ბოლოს ზესტაფონის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტი ეკავა.
კახაბერ მახათაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. აღნიშნულის მიზეზად მმართველ გუნდში არსებული შიდა დაპირისპირება სახელდება.
ფოტო:ინტერნეტ სივრცე