იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა. იმერეთის გუბერნიის
პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გრიგოლ დალაქიშვილი პოსტიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს მუშაობას დალაქიშვილი ან ვინ დაიკავებს მის ადგილს.
გრიგოლ დალაქიშვილმა ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა 2017 წელს დაიკავა. მანამდე ის ქუთაისის მერის მესამე მოადგილე იყო.
დღეს ასევე თანამდებობა ქუთაისის მერის მესამე მოადგილემ, გიორგი იობაშვილა, დატოვა.