ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ მერის მედიასთან აქტიურობის საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისათვის გადადო.
საკითხი დღის წესრიგში საჭოს წევრმა ქეთევან ბერძენიშვილმა დააყენა. წინადადების მიხედვით, მერს მედიასთან მჭირდო კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, უნდა მოაწყოს ბრიფინგები და პრესკონფერენციები.
“მედიასთან ურთიერთობით მერი და მერიის სამსახურის უფროსები დაინტერესებული უნდა იყვნენ. მერმა ბრიფინგები და პრესკონფერენციები უნდა ჩაატაროს, მან საზოგადოებას ანგარიში უნდა ჩააბაროს,”-განაცხადა საბჭოს წევრმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.
საბჭოს წევრების ნაწილის აზრით, გააქტიურება არა ქალაქის მერს, არამედ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს სჭირდება.
საკითზე საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, ამიტომ მისი განხილვა მომავალ სხდომაზეც მოხდება.
ჯამში, მრჩეველთა საბჭომ რამდენიმე საკითხი განიხილა, მათ შორის საბჭოდან წევრების გაწვევისა და თეთრ ხიდზე არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია”-ს მიერ სტიკერების დაკვრისთვის დაჯარიმების შესახებ.