ქუთაისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი რეგიონალურ ადმინისტრაციულ შენობას ააშენებს.

აღნიშნულის მოსაწყობად ქუთაისის მერიამ მას რამდენიმე მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადასცა. საუბარია ყოფილი “ლითოფონის ქარხნის” ტერიტორიაზე.

“პროექტი ნანახი მაქვს. ამ ტერიტორიაზე მსგავსი შენობა არ არის და ვფიქრობ, გალამაზდება გარემო და შეიცვლება ინფრასტრუქტურა. დასაქმდებიან ადამიანები. გვინდა, პროექტი მალე განხორციელდეს,”-განაცხადა ეკონომიკური სამსახურის უფროსმა გიორგი გიორგობიანმა..

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *