ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტში პირველი ცვლილება განხორციელდა.

ცვლილებების მხარი დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაუჭირეს. ცვლილებების ფარგლებში, რეგიონალური განვითარების ფონდიდან 6 მილიონ ლარამდე გამოიყო. მიმდინარე წლის ბიუჯეტს დაემატა გასული წლის ბიუჯეტის ნაშთიც.

“ჯამში ბიუჯეტი 12 300 000 ლარით გაიზარდა და დღეის მდგომარეობით შეადგენს 67 250 000 ლარს. 3 700 000 არის რეგიონალური განვითარების ფონდიდან გადმოტანილი ნაშთი, ხოლო 1 200 000 ლარი საბიუჯეტო სახსრებია გადმოტანილი წინა წლის ბიუჯეტიდან,”-განაცხადა ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ.

რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისის მერია დამატებით 5 მილიონი ლარის გამოყოფას მარტის თვეში ელოდება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *