ქუთაისში მორიგე საბავშვო ბაღის დამატებას ითხოვენ. image= ინიციატივა ქუთაისის საკრებულოსთან არსებულმა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიას წარუდგინა.
“ვიმსჯელეთ, რა ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება მესამე მორიგე საბავშვო-ბაღის დამატებას. როგორ უნდა მოხდეს მათი განლაგება ქალაქში. ამ მიმართულებით კონკრეტული პასუხები ერთ თვეში გვექნება,”-განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლორთქიფანიძემ.
როგორც ქუთაისის “ბაგა-ბაღების გაერთიანების” დირექტორმა დავით წიტაიშვილმა განაცხადა, მორიგე ბაგა-ბაღის შენახვა ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 6 000 ლარი ჯდება. მისივე განცხადებით, თანხები დაანგარიშდება, საკითხის მოკვლევა დასრულდება და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული.
ქუთაისში ორი მორიგე ბაღი ივლისის თვის განმავლობაში ფუნქციონირებს. ქალაქში სულ 37 საბავშვო ბაღია.