“ბავშვთა სოფელში” ახალი კორპუსი გაიხსნება, რომელშიც 18-დან 24 წლამდე ექვსი ახალგაზრდა იცხოვრებს.

პროგრამის დასაფინანსებლად ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარი გამოყო, აქედან 27 500 ლარი “დღის ცენტრის” მხარდაჭერის პროგრამას, ხოლო 12 500 ლარი ახალ საცხოვრისს მოხმარდება.

“2019 წლიდან გადავწყვიტეთ, გაგვეფართოვებინა ჩვენი თანამშრომლობის არეალი. პირველი შემთხვევაა, როდესაც ქუთაისის მერია აფინანსებს საცხოვრისის პროგრამას. ეს პროგრამა არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული საჭიროების წინაშე დგანან ქვეყანაში ის 18 წელს მიღწეული ახალგაზრდები, რომლებიც უკვე გამოვიდნენ სახელმწიფო ზრუნვის პროგრამიდან, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც არ ჰყავთ ოჯახი და სწორედ ეს საცხოვრისი მათ სთავაზობთ სახლს, საოჯახო ტიპის სერვისს და მხარდაჭერას. ქუთაისის მერია ყოველთვის დაუჭერს მხარს ისეთი სერვისის განვითარებას, რომელიც მიმართულია ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობისკენ. რაც შეეხება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 18 წელს ზემოთ არიან და სახელმწიფო მზრუნველობა მათზე აღარ ვრცელდება, ქუთაისის მერია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თანადგომის პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას უწევს,”- განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ.

კორპუსი 1-ლი თებერვლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *