ქუთაისში 2019 წელს 18211,7 კვ.მ ტროტუარი მოწესრიგდება.

ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. დეკორატიული ფილით რუსთაველის გამზირი და გ. ტაბიძის ქუჩების ტროტუარები მოეწყობა. ფეხით სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება კიკნაძის ქუჩასა და ნიკეას პირველ შესახვევში. ლორთქიფანიძის ქუჩაზე დაგეგმილია ტროტუარის გრანიტის ფილით მოპირკეთება. მიმდინარეობს ლერმონტოვისა და სულხან საბას ქუჩის მეორე ზოლის ტროტუარების პროექტირება.

ასათიანის ქუჩაზე კი ტროტუარის მოპირკეთება დეკორატიული ფილებით და სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს. ქუჩის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ჯორჯიან სთოუნი” ახორციელებს, რომლის ღირებულება 1 მლ ლარზე მეტია. ასათიანის ქუჩაზე ტროტუარების და სანიაღვრე ქსელის მოწყობა მარტის ბოლოს დასრულდება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *