“თუ საკრებულომ არ მოითხოვა, მე მოვითხოვ
მერის იმპიჩმენტს.”- ამის შესახებ ქუთაისში, მედიარუმში, გამართულ პრესკონფერენციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა განაცხადა.
დეპუტატი აცხადებს, რომ ხარაგაულის მერი არ იცნობს მუნიციპალიეტეტის პრობლემებს. “მერი დღეს ხარაგაულში კი არა ზიმბამბვეშია. არ იცნობს სოფლებს და საქმე არ იცის.”- განაცხადა ავალიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ მერიის სამსახურების საქმიანობა ხარაგულში დადებითად, მერის კი უარყოფითად შეფასდა. უმრავლესობამ მერის საქმიანობა დადებითად არ შეაფასა. ავალიშვილი ამბობს, რომ პრობლემები ადრეც იყო, რაც სარებულოს არ გაუპროტესტებია. მიაჩნია, რომ ახლა საკრებულოს და მერიის დაპირისპირება პიროვნულია და დადგმული სპექტაკლია.
“კარგად ჩანს ორი მხარე. საკრებულო და მერია. დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან,რომ მერი არ ითვალისწინებს მათ პრეტენზიებს და პირიქით. როდესაც წლიური ანგარიში წარადგინა მერმა უმრავლესობამ არ შეაფასა მისი საქმიანობა დადებითად. მერი ჯერ გამგებელი იყო და მერე გახდა მერი. 2 წლის განმავლობაში ანგარიში არ ჩაუბარებია. რატომ მანამდე არ ჩააბარა ანგარიში? მაშინაც იყო ინფრასტრუქტურული პრობლემები, ახლაცაა. ეს ახლა დადგმული თეატრია. კინოთეატრი ნახევარ მილიონზე მეტი დაჯდა და წყალი ჩამოდის. ჩავარდნაზეა სცენა. თუ ნამდვილად არიან დაპირისპირებულები, მაშინ მოიწვიონ სხდომა და გამოაცხადონ იმპიჩმენტი”.- განაცხადა თორნიკე ავალიშვილმა.