საავტომობილო გზების დეპარტამენტს სასამართლო დავა მოქალაქე ბაქარ კობახიძემ მოუგო.
კობახიძეს დეპარტამენტმა ზესტაფონში, სოფელ საქარაში, მის საკუთრებაში არსებული 3380 კვ.მ მიწის ნაკვეთი ავტობანის მშენებლობის გამო ჩამოართვა და ქონების რეალურ ღირებულებასთან შედარებით 4-ჯერ ნაკლები კომპენსაცია გადაუხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს კობახიძის სასარგებლოდ დამატებით 33 064 ლარის გადახდა დაავალა.
ბაქარ კობახიძის ინტერესებს სასამართლოში “საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველოს იურისტი ზვიად ცირეკიძე იცავდა.