ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტს უპრეცედენტო უწოდა
და განაცხადა, რომ ქალაქის ბიუჯეტში მსგავსი რაოდენობის თანხა არასდროს ყოფილა მობილიზებული.
“ბიუჯეტში ყველა მიმართულებით ზრდა გვაქვს. განსაკუთრებით აღვნიშნავ სოციალურ მიმართულებას, რომელიც 600 000 ლარით გაიზარდა. ინფრასტრუქტურისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა 9 800 000 ლარს შეადგენს. წლის ბოლოს დაზუსტებისა და ტრანსფერების შემდეგ, ჩვენი ბიუჯეტი მიაღწევს 70 მილიონს და ეს არის უპრეცენდენტო. ქალაქს ამხელა ბიუჯეტი არ ჰქონია. ეს არის ჩვენი წარმატება,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი 54 99 200 ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტულ მიმართულებებად სოციალური პროგრამები და ინფრასტრუქტურული პროექტები დასახელდა.