წყალტუბოს მუიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
6 პრიორიტეტული მიმართულებისგან შედეგება. რადიო “ძველი ქალაქისათვის” მოწოდებული იფორმაციით, პრიორიტეტების ჩამონათვალი და მათთვის განკუთვნილი თანხები ასეთია:
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება – 3 მილიონ 244 ათას 900 ლარი. წინა წელთან შედარებით აღნიშნული თანხა 94 ათას 900 ლარითაა გაზრილი.
მნიშვნელოვნადაა შემცირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციისათვის გამოყოფილი თანხა. 2018 წლის ბიუეტში აღნიშლუ პროგრამისთვის 7 მილიონ 406 ათას 300 ლარი იყო განკუთვნილი. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში კი 3 მილიონ 580 ათას 500 ლარია გათვალისწინებული.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – 97 ათას 600 ლარი, რაც 2018 წელთან შედარებით 6 ათას 700 ლარითაა შემცირებული.
გაზრდილია განათლებისთვის გამოყოფილი თანხა. 2018 წელს 2 მილიონ 300 ლარი იყო. მომავალი წლის ბიუჯეტში კი – 2 მილიონ 140 ათას 100 ლარია გათვალისწინებული.
მცირედითაა შემცირებული კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების თანხა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში 1 მილიონ 874 ათას 700 ლარი იყო გათვალიწინებული. 2019 წლის ბიუჯეტის თანხა კი 1 მილიონ 812 ათას 500 ლარს შეადგენს.
80 ათას 500 ლარითაა გაზრდილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის განკუთვნილი თანხა და 1 მილიონ 354 ათას 400 ლარს შეადგენს.
წყალტუბოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 12 მილიონ 356 ათას 300 ლარითაა განსაზღვრული. აღნიშნული თანხა წინა წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია 2 მილიონ 197 ათას 500 ლარითაა გაზრდილი