ცესკოს ინფორმაციით, ჭიათურაში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.
აქ მან ხმების 68,7 პროცენტი მოაგროვა, ანუ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი 14 861-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი 31,3 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. მას ნდობა 7672-მა ამომრჩეველმა გამოუცხადა.
ჭიათურის 56-ე საარჩევნო ოლქში სულ 58 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ხმები ყველა მათგანზეა დათვლილი.