ვანში 15:00 საათის მონაცემებით
არჩევანი 11 060–მა ამომრჩეველმა გააკეთა. რაც დაახლოებით 43, 9 %–ია და მნიშვნელოვნად არ აღემატება პირველი ტურის მონაცემებს. #53 საოლქო კომისიის თავმჯდომარის კახაბერ მჟავანაძის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაწერილია მხოლოდ ერთი საჩივარი.
ოლქის 31 უბანზე 25 140 ამომრჩველია რეგისტრირებული.