ცესკო-ს ინფორმაციით, თერჯოლაში
საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი 7 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოიხადა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში 12 საათისათვის საარჩევნო ყუთთან 7 ათას 284 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 21,5 %-ს შეადგენს.
თერჯოლაში სულ 33 ათას 937 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამ არჩევნებით საქართველოს პრეზიდენტს მოსახლეობა ბოლოჯერ, 6 წლის ვადით ირჩევს.