სიტყვიერი შელაპარაკება იყო ქუთაისის
120-ე საარჩევნო უბანზე. შელაპარაკება არასამთავრობო ორგნიზაცია “ახალგაზრდა თაობის” წარმომადგენლსა და ამომრჩველს შორის დაიწყო. საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მოსულმა დედა-შვილმა საარჩევნო კაბინაში ერთად შესვლა სცადა თუმცა, ამის შესაძლებლობა შეკამათების შემდეგ არ მიეცათ.
“მოხუც დედას რომ შევყვე რა პრობლემაა? ყველაფერზე ნუ ქმნით ამბავს. ზეწოლის მოხდენა რომ მინდოდეს სახლში ვერ მოვილაპარაკებთ?! ნუ დგამთ სპექტაკლს,”-განაცხადა უბანზე ამომრჩეველმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობის” დამკვირვებლის გრიგოლ გუმბერიძის განცხადებით, თუკი არ შეუძლია ადამიანს თავისუფლად გადაადგილება, ამისთვის, არსებობს გადასატანი ყუთი. ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც საქმეში საარჩევნო უბნის კომისიის წევრები ჩაერივნენ. საბოლოოდ, ამომრჩებელი კაბინაში მარტო შევიდა.