ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარემ ავთო ოსეფაიშვილმა პირველი ბრიფინგი გამართა. ოსეფაიშვილის განცხადებით, ყველა საარჩევნო უბანზე კენჭისყრა დაიწყო. მისივე თქმით, რამდენიმე შეფერხება იყო კომისიის წევრების გამოცხადებასთნ დაკავშირებით, თუმცა, ამ დროისთვის ყველა პრობლემა აღმოფხვრილია.
საარჩევნო უბნები 7:00 საათზე გაიხსნა, 8:00 საათზე კი 124 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა დაიწყო.
ქუთაისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარ პოზიციას 156 281 ამომრჩეველი დააფიქსირებს. პირველი ტურის შემდეგ, ამომრჩეველთა რაოდენობა 230-ით გაიზარდა. პირველ ტურში საკუთარი არჩევანი 156 051-მა მოქალაქემ გააკეთა.