გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს ქუთაისის მერმა და “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ჭიღვარიამ უპასუხა.
ოპოზიცია მმართველ გუნდს ქუთაისში ამომრჩევლებზე ზეწოლაში ადანაშაულებდა.
“სრულ აგონიაში არიან, აგებენ და რა მოიგონონ აღარ იციან. დადონ რაიმე ფაქტები თუ აქვთ. დადონ მტკიცებულებები, მიმართონ შესაბამის უწყებებს და ვნახოთ,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გიგა შუშანიამ ბრიფინგი დღეს გამართა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიგა შუშანია აცხადებს, რომ მმართველი გუნდის აქტივისტები კარდაკარ გრიგოლ ვაშაძის სახელით დადიან და ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს სთხოვენ. როგორც შუშანია განმარტავს, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერების იდენტიფიცირების შემდეგ, მათზე ზეწოლას ახდენენ.
ოპოზიციონერი დეპუტატი კონკრეტულ სახელსა და გვარებსაც ასახელებს. ერთ-ერთი მათგანი მალხაზ აბაშიძეა, რომელიც, შუშანიას ინფორმაციით, ერთ–ერთი ა(ა)იპის თანამშრომელი, გიორგის ჭიაღვარიასთან და საკრებულოს წევრებთან დაახლოებული პირია. ასევე, ბუხაიძის ქუჩა #18 და #20 ბინებში გრიგოლ ვაშაძის სახელით ამომრჩევლის პირად მონაცემებს აგროვებდა ხატია ელიავა, რომელიც “ქართული ოცნების” გამარჯვების შტაბის წარმომადგენელია. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის ერთ-ერთი კლასის დამრიგებელი, ლალი გახოკიძე კი ზეწოლად მოსწავლეების მშობლებზე ახორციელებს. გახოკიძე მათ სატელეფონო საუბრებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას სთხოვს.