მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ქუთაისში რიონისპირა სახლებს მოინახულებს.
გიორგი შენგელაია ქალაქში დაანონსებული მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში ჩამოდის. იმერეთის გუბერნიის ინფორმაციით, ფონდის დირექტორი ტერიტორიას ქუთაისის მერთან და იმერეთის გუბერნატორთან ერთად დაათვალიერებს.
შეგახსენებთ, რომ რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დააანონსა. რეაბილიტაცია წითელი ხიდიდან ჯაჭვის ხიდამდე არსებულ სახლებს უნდა ჩაუტარდეს. არსებული ინფორმაციით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენს.