მთავრობა “შავ სიაში” მყოფ 600 000 ადამიანს ჯამში 1,5 მილიარდის ოდენობის დავალიანებას უნულებს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. ცვლილება ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანებას შეეხება. პრემიერის ინფორმაციით, იმ ადამიანებს ჩამოეწერებათ თანხა, რომელებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვერ იხდიდნენ ვალს და რომელთა სესხის ძირი თანხა თითოეულ საფინანსო კომპანიაში არ აღემატება 2 000 ლარს. ვალი არ ჩამოეწერებათ “ვივუსის” კლიენტებს. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, კომპანია მოლაპარაკებების პირობებს არ დათანხმდა. რას ფიქრობენ ვალების განულების გადაწყვეტილებაზე ქუთაისში მოისმინეთ რადიო “ძველი ქალაქის” გამოკითხვაში.

 


 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *