თბილისში საარჩევნო ბანერების ნაწილზე, სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, ბიძინა
ივანიშვილის ფოტოა დაბეჭდილი. საარჩევნო ბანერებზე განთავსებული სლოგანი კი ასეთია – “პრინციპული არჩევანი”. ბანერებზე წერია ფრაზაც – “ღირსება, თავისუფლება, განვითარება”.
აღნიშნულ ფაქტზე კომენტარის გაკეთება მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერს მამუკა ბახტაძეს ქუთაისში ვიზიტის დროს სთხოვეს. ბახტაზე მომხდარში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ბანერებთან ერთად სალომე ზურაბიშვილის ბანერებიც განთავსდა.
“თქვენ რა მიგაჩნიათ იმაში განსაკუთრებულად, რომ “ქართული ოცნება” როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს? ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ჩართულია წინასაარჩევნო პროცესებში, მათ შორის მისი დამფუძნებელიც, ბიძინა ივანიშვილიც,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს არის ჩანიშნული.