საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ცესკოს სხდომაზე მიიღეს. როგორც ცესკოში განაცხადეს, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში ენჭისყრის დრო ღამის 12 საათამდე გახანგრძლივდება.

ცესკოს მონაცემებით, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *